გამოძიება ლაშა თორდიას თავდასხმის ფაქტზე

13 მაისი 2017, 00:00 2381 ნახვა

126-ე, ძალადობის მუხლით აღძრა საქმე შსს-მ  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე თავდახსმის გამო. ლაშა თორდიას  განცხადებით მას ფიზიკური შეურაცხყოფა გუშინ ერთ-ერთ ღამის კლუბში მიაყენეს. თორდია ამბობს, რომ  თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თანმხლებ პირებთან ერთად.

იგი მომხდარს  პირად ანგარიშსორებად აფასებს და სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირებს. ამბობს, რომ აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებს, რომელიც გასულ  წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება. დეტალებზე საუბარს გენერალური აუდიტორი ორშაბათს გეგმავს.

ამავე კატეგორიაში