ბათუმში სავარაუდოდ ეკლესიის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

30 მაისი 2016, 00:00 4662 ნახვა

ჯინჭარაძის ქუჩაზე, სადაც გრიგოლ ვოლსკის სასაფალაოს დადგენის მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს, კედლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა იმ ეკლესიის საძირკველია, რომელიც ამ ტერიტორიაზე მეოცე საუკუნის დასაწყისში დაანგრიეს. მათივე თქმით, გადმოცემით გრიგოლ ვოლსკის სასაფლაო ტაძრის ეზოში იყო. ადგილზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და საზაოგადოება "ბათომის" წევრი იმყოფებოდნენ. ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, ხვალიდან გაწმენდვითი სამუშაოები დაიწყება და კედლის ფრაგმენტებს სპეციალისტები შეისწავლიან. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში