''აჭარის დღე'' მინსკში

08 აპრილი 2016, 00:00 5715 ნახვა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მინსკში "აჭარის დღე"-ს უმასპინძლა. არაოფიციალურ მიღებას ადგილობრივი მედიის, ტურისტული სააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ტრადიციული ქართული კერძები. განსაკუთრებული მოწონება აჭარული ხაჭაპურის მასტერკლასმა დაიმსახურა. ქართული ფოლკლორი ხელვაჩაურის ფოლკლორულმა გუნდმა "ათძალ"-მა. წარადგინა. მინსკის გარდა "აჭარის დღეებს" აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ვარშავასა და ასტანაში გამართავს.

ამავე კატეგორიაში