აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მატარებლის დამატებით რეისები დაინიშნა

06 აპრილი 2018, 00:00 2809 ნახვა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მგზავრების მომატებული რაოდენობის გამო, “საქართველოს რკინიგზამ” მატარებლის დამატებით რეისების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

5 -დან 10 აპრილამდე  ელექტრომატარებელი თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ახალი განრიგით ივლის. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 10 საათსა 30 წუთზე გადის. ბათუმიდან კი 17 საათსა და 10 წუთზე.  

დამატებითი რეისი დაინიშნა თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებაზეც.

ამავე კატეგორიაში