თბილისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა ერთი საათით შეჩერდა

26 აპრილი 2018, 00:00 3459 ნახვა

თბილისი-ბათუმის მატარებელი ერთი საათის განმავლობაში ლანჩხუთში იყო გაჩერებული - ამის შესახებ ინფორმაცია, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ერთერთმა მგზავრმა მიაწოდა.

ნანა ნიქაბაძე ამბობს, რომ ლანჩხუთის სადგურიდან, დაახლოებით 15 წუთის წინ გამოვიდნენ.

‘’საუბრობდნენ, რომ გზაზე ელმავალი იყო გაფუჭებული და მის გაყვანას ან შეკეთებას ცდილობდნენ. ოფიციალურად, მხოლოდ იმას აცხადებდნენ, რომ უახლოეს წუთებში გავიდოდით. თუმცა ამ ყველაფერს ერთი საათი მაინც დასჭირდა. მანამდე შეფერხება არ ყოფილა, მატარებელი თბილისიდან ზუსტ დროს გამოვიდა’’ - ყვება მგზავრი.

საქართველოს რკინიგზის ცხელი ხაზის ოპერატორი ამბობს, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, მატარებელი დროებით ლანჩხუთში გაჩერდა. 

მატარებელი თბილისიდან 08:00 საათზე გამოვიდა და ის ბათუმში 13:00 უნდა ჩამოსულიყო.

ამავე კატეგორიაში