ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ბათუმი-თბილისის მიმართულებით ''საქართველოს რკინიგზამ'' დამატებითი რეისები დანიშნა

17 ივლისი 2018, 00:00 2247 ნახვა

ტურისტულ  სეზონთან დაკავშირებით ბათუმი-თბილისის მიმართულებით „საქართველოს რკინიგზამ“  დამატებითი რეისები დანიშნა. 19 ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე  სამის ნაცვლად ყოველდღიურად 5 რეისი შესრულდება.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით ახალ განრიგზე გადასვლამ გამოიწვია მცირედი ცვლილება არსებულ განრიგში, რომლის მიხედვით შტადლერის ტიპის ორსართულიანი მატარებელი ბათუმიდან დედაქალაქის მიმართულებით  8 საათსა და 15-წუთზე  გავა. ცვლილებები შეეხო სხვა მიმართულებებსაც. 

ამავე კატეგორიაში