ბათუმი-თბილისის მატარებელში ბიბლიოთეკა დაგხვდებათ

26 დეკემბერი 2018, 00:00 3441 ნახვა

''საქართველოს რკინიგზამ'' თბილისი-ბათუმის მატარებელში მგზავრებისთვის ბიბლიოთეკა მოაწყო. ერთი ქალაქიდან მეორეში მგზავრობის დროს, თუ წიგნის წაღება დაგავიწყდათ ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს. მატარებელში ათობით მწერლის სხვადასხვა ჟანრის წიგნი დაგხვდებათ.

იდეის ავტორებმა, ბიბლიოთეკა სტადლერის ტიპის ორსართულიანი მატარებლის კიბესთან მოაწყვეს. 

წიგნების შეგროვება მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა. მოხალისეებმა, ავტორებმა და გამომცემლობებმა წიგნები ქუთაისის, ბათუმისა და ოზურგეთის რკინიგზის სადგურებში მიიტანეს.

დღეიდან კი მგზავრებს ასევე საშუალება აქვთ, სხვა მგზავრებისთვის მატარებელში საკუთარი წიგნებიც დატოვონ. 

ბიბლიოთეკა სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების ადამიანზეა გათვლილი და ამ ეტაპზე, გამომცემლობების – „არტანუჯი“ და „ინტელექტი“ წიგნებს მოიცავს. საქართველოს რკინიგზას წიგნები ასევე გადასცეს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“, „სიესტამ“, გამომცემლობამ „შემოქმედი ანგელოზი“, „ილიაუნის გამომცემლობამ“, „წიგნები ბათუმშიმ“ და ა.შ. პროექტში აქტიურად ჩაერთო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც მგზავრებს შესთავაზებს სხვადასხვა სახის ლიტერატურას.

ბილეთზე მითითებულია, რომ მგზავრობისთვის დაახლოებით ხუთი საათი დაგჭირდებათ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მატარებელი დანიშნულების ადგილამდე მისვლას, სისტემატიურად 20 ან 30 წუთით აგვიანებს, წიგნის კითხვის სიამოვნება გაგიხანგრძლივდებათ

 

ფოტო: სოციალური ქსელიდან

ამავე კატეგორიაში