დამატებითი მატარებლები თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით

11 აგვისტო 2019, 12:10 1080 ნახვა

Thirty Seconds to Mars -ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 13 აგვისტოს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „ბლექ სი არენას“ ბაქანზე გაჩერდება.

 მატარებელი თბილისიდან, სამშაბათს 12 საათსა და 40 წუთზე გამოვა და „ბლექ სი არენასთან“ 17 საათსა და 25 წუთზე, ბათუმში კი 18 საათსა და 23 წუთზე იქნება. ბათუმიდან თბილისის მიმართულებით კი მატარებელი 23 საათსა და 50 წუთზე დაიძვრება და „ბლექ სი არენასთან“ – 1-ს 38 წუთზე გაჩერდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში