როდის დაიწყება ზამთრის არდადეგები სკოლებში

12 დეკემბერი 2019, 10:08 3311 ნახვა

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. საგაზაფხულო არდადეგები კი დაიწყება 8 მარტიდან და 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

რაც შეეხება ზაფხულის არდადეგებს – პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი დასრულდება 27 მაისს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს.

თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდეს 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს.

მეორედან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესს 15 ივნისს დაასრულებენ. 

რაც შეეხება კერძო სკოლებს, ყველა მათგანი არდადეგების დაწყება დასრულების თარიღს ინდივიდუალურად განსაზღვრავს.
მსგავსი უფლება აქვთ უმაღლეს სასწავლებლებსაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში