ბათუმში 2020 წელს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა არ იგეგმება

16 დეკემბერი 2019, 20:04 2460 ნახვა

ბათუმში საბავშვო ბაღების დეფიციტის მიუხედავად, ახალი ბაღების მშენებლობა არც მომავალში იგეგმება. ამისთვის თანხა ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა. გათვალისწინებულია წელს დაწყებული ბაღის ერთი შენობის დასრულება.

არადა მხოლოდ წელს ბაღის გარეშე ქალაქში 1000-ზე მეტი მოზარდი დარჩა, მათ შორის სხვათაშორის ისეთებიც, რომლებიც რიგს მეორე წელია ელოდებიან. გარდა იმისა, რომ თანხა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, არც კონკრეტული გეგმაა ცნობილი - იმ შემთხვევაში თუ ფინანსური რესურსი გამოიძებნა სად აშენდება ბაღი? ქალაქის მთავრობასა და ბაღების გაერთიანებაში რამდენიმე წელია თუარა, რამდენიმე თვეა გვესმის, რომ ლოკაციას ეძებენ. საცხოვრებელი კორპუსებით გადაჭედილ ქალაქში კი ალბათ მართლაც რთულია იპოვო ადგილი საგანმანათლებლო სივრცისთვის.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში