ბათუმში მძღოლმა ქვეითს ააცილა, თუმცა ავტომობილი ამოტრიალდა

24 დეკემბერი 2019, 13:10 6487 ნახვა

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების თქმით, მძღოლმა ფეხით მოსიარულეს ააცილა, რა დროსაც ჯერ პალმას შეეჯახა, შემდეგ კი ავტომობილი ამოტრიალდა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში