მედიის ერთი წელი

30 დეკემბერი 2019, 20:34 2438 ნახვა

ახლა ქვეყანაში ის დღეებია, როცა პოლიტიკოსებთან და სახელმწიფო უწიყებებთან ერთად  2019 წელს მედიაც აჯამებს - ცალკე შეჯამებას კი ის 2019 წელი იმსახურებს, რომელმაც ბოლო პერიოდში მედიისთვის ბევრი რამ შეცვალა.  მოვლენები არასასიამოვნოდ განვითარდა და ამას რამდენიმე კონკრეტული, თუ ზოგადი ფაქტიც ადასტურებს. ყურადღების ცენტრში იყო „აჭარის ტელევიზია“, „რუსთავი 2“, „ტვ პირველი“, „მთავარი,“ „ფორმულა,“ „კავკასია“ და ზოგიერთი რეგიონული მაუწყებელი. წელს ვნახეთ დაჭრილი, დაშავებული, სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაყვანილი ჟურნალისტები. აქტიურად გვესმოდა შეურაცხყოფა და კრიტიკული მედიის გაიგივების მცდელობა ოპოზიციასთან. მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეები მედიამენეჯერების წინააღმდეგ. ბოლოს კი ასევე კრიტიკული მედიასაშაულებების ანგარიშებს ყადაღა დაადეს. ფეისბუქმა კი ის ანგარიშები გააუქმა, რომელიც ხელისუფლებასთან იყო ასოცირებული და თავს ესხმოდა მათ შორის მედიას. ცალ-ცალკე და ერთად აღებული ფაქტებით თუ ვიმსჯელებთ წინასწარაც შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში არსებული მედიაგარემო საერთაშორისო ანგარიშებში მომავალში, არცისე სახარბიელოდ მოხვდება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში