თურქეთში ავარიის დროს დაშავებულ საქართველოს მოქალაქეს ოპერაცია ჩაუტარდა - საგარეო

31 დეკემბერი 2019, 00:16 1583 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში, ქალაქ ჩანქირთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს 25 მოქალაქე სამშობლოში გამოემგზავრა. ქართველ მგზავრს კი, რომელმაც სხეულის დაზიანება მიიღო, ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. 

''დაშავებული მოქალაქე ჩანქირის საავადმყოფოში მოინახულა თურქეთის რესპუბლიკაში საქარველოს საელჩოს თანამშრომელმა. დიპლომატიური წარმომადგენლობა მუდმივ კავშირზე რჩება, როგორც თურქეთის შესაბამის უწყებებთან ასევე სატრანსპორტო კომპანიასთან და საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებთან. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება'' - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

თურქეთში დღეს სამგზავრო ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი მძიმედ დაშავდა, 21 კი მსუბუქად - ამის შესახებ თურქული მედია წერდა. 

ავტობუსი თბილისი-ბათუმი-სტამბოლის რეისს ასრულებდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში