ბათუმში საახალწლო კონცერტები დასრულდა

08 იანვარი 2020, 12:26 2174 ნახვა

საახალწლო ღონისძიებები ბათუმში სტეფანეს კონცერტით დასრულდა.  მომღერალმა  შობის ღამეს საახალწლო ძველი და ახალი ჰიტები შეასრულა.

დღეს ბულვარში მთავარი სცენის დემონტაჟი დაიწყება, აიღებენ ფერად ჯიხურებსაც, სადაც საახალწლო ბაზრობა იმართებოდა. ნაძვის ხე კი 20 იანვრამდე დარჩება.  საახალწლო ღონისძიებები და საბავშვო პროგრამები 26 დეკემბერს დაიწყო. ღონისძიებებისთვის მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში