ივნისიდან არასრულწლოვნებს ღამის კლუბებში, კაფეებში, კინოთეატრებსა და ინტერნეტ-სალონებში შესვლა შეეზღუდებათ

10 იანვარი 2020, 20:34 1792 ნახვა

ივნისიდან არასრულწლოვნებს ღამის კლუბებში, კაფეებში, კინოთეატრებსა და ინტერნეტ-სალონებში შესვლა შეეზღუდებათ. ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვთა კოდექსი მშობლის თანხმობას ითხოვს.  ამასთან, დოკუმენტის მიხედვით დაუშვებელია 18 წლამდე ახალგაზრდების დაშვება უფროსებისთვის განკუთვნილ კინოსეანსებზე, ასევე იკრძალება არასრულწლოვნების დასაქმება ალკოჰოლისა და თამბაქოს ნაწარმის რეალიზების სფეროებში.

იმ სფეროებში რაც ხელს შეუშლის მოზარდს განათლების მიღებაში, ან დააზიანებს მის ჯანმრთელობას. შეზღუდვებს ახლახან მიღებული „ბავშვთა კოდექსი“ აწესებს, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ჯარიმებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში