27 ცვლილება საარჩევო კოდექსში

15 იანვარი 2020, 20:25 2894 ნახვა

საარჩევნო მოდელის განხილვის, პროპორციული სისტემის ჩაგდების, მმართველი გუნდისთვის უპირატეს მდგომარეობაში დარჩენის ფონზე, ახლა ცესკო და პარლამენტი საარჩევნო კოდექსის შეცვლასაც აპირებენ.

ცვლილებები რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მაგრამ „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით არის საკვანძო ჩანაწერები რაც საფრთხეს უქმნის ოქტომბერში ჩასატარებელი არჩევნების გამჭვირვალობას და პირდაპირ ქმნის გაყალბების რისკებს.

მათ შორის ის რომ უბნებიდან შემაჯამებელი ოქმები არა პირდაპირ ცესკოში, არამედ ჯერ ოლქებში გადაიგზავნება. მმართველი გუნდსა და ცესკოში კი აცხადებენ, რომ ცვლილებების მიზანი მხოლოდ   კანონმდებლობის დახვეწაა. ამასთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე რისკებად შეფასებულ ცვლილებებში მხოლოდ ზედმეტ სიფრთხილეს ხედავს. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში