ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

06 თებერვალი 2020, 16:59 1576 ნახვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ქვეყნის ღირსებას დაიცავს.

კონტინენტის პირველობა 10-16 თებერვალს რომში გაიმართება. გიორგი იანტბელიძის გუნდი დასკვნით შეკრებას დუშეთში გადის, სადაც დღეს, საკონტროლო შეხვედრები გაიმართა და საქართველოს ევროპული განაცხადიც შეივსო.

ევროპის ჩემპიონატზე 9 წონით კატეგორიაში იასპარეზებენ: ოთარ გოგავა, ბექა ლომთაძე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, მირზა სხულუხია, ავთანდილ კენჭაძე, ნიკა კენჭაძე, დათო მარსაგიშვილი, ირაკლი მწითური, ელიზბარ ოდიკაძე და გენო პეტრიაშვილი.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში