ქართველების ვირტუალური ომი თბილისისთვის

14 თებერვალი 2020, 16:16 2467 ნახვა

რამდენიმე დღეა საერთაშორისო ავიაკომპანია "რეინეარი" სოციალურ ქსელში გამოკითხვას აწარმოებს - შეკითხვით თუ, რომელი უფრო პრიორიტეტული მიმართულებაა 2020 წელს მოგზაურებისთვის. 

ინსტაგრამ სთორზე თბილისის საპირწონედ იყვნენ; რომი, სანტორინი და პარიზი და კუნძული მალიორკა მიცემა კი, სოციალური ქსელის მომხმარებლებს შეეძლოთ.

თბილისმა ჯერ რომი დასცა, შემდეგ სანტორინი დაამარცხა, პარიზს და მალიორკას მუსრი გაავლო.

ონლაინ ომით გაკვირვებულმა ავიაკომპანიამ 7 ენაზე სტატია დაწერა, სადაც თბილისს "მიმზიდველ ქალაქს" უწოდებს და ამბობს, რომ იგი "ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დედაქალაქია ევროპაში".

ონლაინ და ვირტუალურ ომებში უძლიერესები, რომ ვართ ბევრჯერ დავამტკიცეთ ასე ბრძოლით და სწრაფი ტემპით აღმოვჩნდით ფინალში და ამ წუთებში, ინსტაგრამ სტორზე ვარსკვლავთა შერკინება მიმდინარეობს, თბილისი - ბარსელონა.

რეინეარი დღეს საღამოს გამოავლენს 2020 წლის გამარჯვებულ ქალაქს და ქართველი იუზერების ომი, მოგებით დასრულდება.

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში