ქართულ ბაზარზე ჩინური პროდუქციის დეფიციტია

17 თებერვალი 2020, 20:47 2835 ნახვა

ახალი კორონავირუსის კვალდაკვალ ჩინეთს პრობლემები ეკონომიკური კუთხითაც შეექმნა. მიზეზებს შორისაა გაჩერებული საწარმოები, დახურული მაღაზიები, კვების ობიექტები, კომპანიების აქციების დაცემული ფასები.  როგორც CNN საერთაშორისო ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, ჩინეთის ეკონომიკა ვირუსის გამო 60 მლრდ დოლარით დაზარალდა. ჩინეთის გარდა ზარალის არეალშია მსოფლიო, განსაკუთრებით დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, რომლებიც ჩინეთიდან იმპორტზე არიან დამოკიდებული, ან საწარმოები აქვთ განთავსებული ჩინეთში. შეფერხება აისახება პატარა ქვეყნებზეც.

ჩინეთი საქართველოსთვის იმპორტიორთა სამეულში შედის. ახალი სტატისტიკა - რამდენად შემცირდა იმპორტი ეს ჯერ უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ბაზარზე შეფერხება უკვე აისახა. ვარაუდობენ, რომ ვითარების ასე გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა აქსესუარების, კოსმეტიკური საშუალებების, ავტომობილების ნაწილების, თუ სხვა ნებისმიერი პროდუქციის, რომელიც აქამდე ჩინეთიდან შემოდიოდა, სხვა ქვეყნით ჩანაცვლება მოუხდეთ, რაც გაძვირებას გამოიწვევს. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში