დააკავეს მამაკაცი, რომელმაც განქორწინებამდე 26 წლის ქალი სასიკვდილოდ დაჭრა - ფემიციდის შემთხვევა

18 თებერვალი 2020, 17:34 1784 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მეუღლეს განქორწინების პროცედურების დაწყებამდე ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. 26 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. 

'' ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ა. სამტრედიაში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, ცოლს - 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

სამართალდამცველებმა ის დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო'' - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში