ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი - ახალი შპს ქედაში

28 თებერვალი 2020, 15:00 1503 ნახვა

ქედაში ახალი შპს " ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი" იქმნება.  გადაწყვეტილება დღეს საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.  ახალმა  უწყებამ   ტურისტული ინფრასტრუქტურის მოვლა, სერვისების გაუმჯობესება და ტურისტებისთვის ინფორმაციის მიწოდება უნდა უზრუნველყოს.  

ინიციატივას მხარი ევროპული საქართველოს  და ნაციონალური  მოძრაობის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს,  მათი განმარტებით ეს თანხების არამიზნობრივი ხარჯვაა და წინასაარჩევნოდ პარტიული აქტივის დასაქმებას ემსახურება. რასაც არ ეთანხმებიან ქართული ოცნების დეპუტატები და აქცენტს ქედის მუნიციპალიტეტისთვის ტურისტული სერვისების მიწოდების გაუმჯობესებაზე აკეთებენ.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში