„ნაციონალურ მოძრაობა“ თანხების არაეფქტურ ხარჯვაზე საუბრობს

08 მარტი 2020, 12:25 1476 ნახვა

ხულოში წყლის  სისტემის გაუმართაობა ოპოზიციის კრიტიკის საგანი გახდა, ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა რომ წლების განმავლობაში ამ პრობლემის მოსაგვარებლად დიდი თანხები გამოიყო, მოსახლეობის ნაწილს წყალი ისევ არ მიეწოდება, პასუხს კი მმართველ გუნდს თხოვენ, თუ რატომ არ ხდება თანხების ეფექტურად დახარჯვა.

ქართულ-ოცნებაში ბრალდებას არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ 2020 წლის ბიუჯეტიდან    პრობლემის მოგვარებისთვის ასი ათას ლარამდეა გამოყოფილი. დარჩენილი სოფლების  წყალანირების საკითხს  კომპანია ,,აჭარისწყლის ალიანსი“  მოაგვარებს. ხუთწლიანი  პროექტის მიხედვით  ხულოს მუნიციპალიტეტში, სულ ამ თემაზე  40 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი