აჭარის ტელევიზიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა

28 მარტი 2020, 11:56 2452 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა.

კანდიდატს მოეთხოვება უმაღლესი განათლება (ბაკალავრის აკადემიური ხარისხით); საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერად ან რედაქტორად მუშაობის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება;

საკონკურსო დოკუმენტაციის თანახმად, მედიაკონტენტის შექმნის გამოცდილება კანდიდატს ჩაეთვლება უპირატესობად.

კონკურსი იქნება ორ ეტაპიანი, პირველ ეტაპზე მოხდება განაცხადების გადარჩევა, მეორე ეტაპზე კი კანდიდატებთან გასაუბრება.

განაცხადები განიხილება სპეციალური კომისიის მიერ ქულათა სისტემით. განაცხადები მიიღება 2020 წლის 27 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით ელექტრონულად (HR@ajaratv.ge)

საინფორმაციო სამსახურის უფროსი გაათავისუფლეს დისციპლინარული მოკვლევის საფუძველზე, გადაწყვეტილებას შორენა ღლონტი სასამართლოში ასაჩივრებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი