მსოფლიოში ბოლო 24 საათში COVID -19 -ით 75 ათასზე მეტი ადამიანი დაავადდა

30 მარტი 2020, 15:04 1541 ნახვა

COVID -19-ის გავრცელების სიჩქარე პლანეტაზე დღითიდღე მატულობს.  

ინფექციით ბოლო 24 საათში, მსოფლიოში  75 ათასზე მეტი ადამიანი დაავადდა. ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ-ი ლიდერობს. იქ 140 ათასი ადამიანია დაავადებული, დაიღუპა 2 400-ზე მეტი პაციენტი..

ყველაზე მეტი მსხვერპლი იტალიაშია. ქვეყანაში სიკვდილიანობა 11 პროცენტს შეადგენს. COVID-19-მა  200-ზე მეტ ქვეყანაში შეაღწია, მათ შორის ყველაზე მოშორებულ კუნძულოვან სახელმწიფოებშიც.

ამ დროისთვის მსოფლიოში ინფიცირებლთა საერთო რაოდენობა 727 000 აჭარბებს. დაღუპულია 34 000.

 

ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 812 ადამიანი გარდაიცვალა.  მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 7 340 შეადგინა.  ესპანეთში სულ კორონავირუსით ინფიცირების 85  ათას 195 შემთხვევაა  გამოვლენილი. ესპანეთმა ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა და მსოფლიოში აშშ-ისა და იტალიის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.

ჩინეთში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 31 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შემთხვევებიდან 30 იმპორტირებულია, მხოლოდ ერთი შემთხვევა არის შიდა გადადება.

ირანში ბოლო 24 საათში 117 ადამიანი ემსხვერპლა კორონავირუსს . ირანის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემების თანახმად,  ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსს 2 757 ადამიანი ემსხვერპლა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი