ბათუმში COVID 19-ით ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა 

03 აპრილი 2020, 10:08 1244 ნახვა

ბათუმში, ახალი კორონავირუსის საეჭვო სიმპტომების მქონე 8 პაციენტის ტესტის პასუხებს ელოდებიან. კორონავირუსზე კი კლინიკა „მედალფაში“ 7 პაციენტი მკურნალობს, პირველი პაციენტი, რომელსაც აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა, უკვე გამოჯანმრთელდა. ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა სტაბილურად მძიმე, ის მართვით სუნთქვაზეა.

ნაწილს სხვადასხვა მსუბუქი სიმპტომი განუვითარდა, თუმცა ექიმების ინფორმაციით ყველა შემთხვევა მართვადია.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მოსალოდნელი შედეგებისთვის ემზადებიან და შესაძლოა რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსი კორონავისრუსზე სამკურნალო მსუბუქი შემთხვევებისთვის გაიხსნას.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში