პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობის წევრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

03 აპრილი 2020, 10:03 993 ნახვა

პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობის წევრები, კორონავირუსის გამო, ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კრიზისის მიუხედავად ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლებისგან აღებული ვალდებულებების შესრულების მოლოდინშია.

აცხადებენ, რომ მიღებული ზიანის მასშტაბი ჯერ კიდევ რთულად გათვლადია, თუმცა ცხადია, რომ ზიანი დიდი იქნება. ეკონომიკური კრიზისი, ასევე, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის მყიფე დემოკრატიას, რომელმაც მიმდინარე წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე, მნიშვნელოვან გამოცდას უნდა გაუძლოს. 

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ რომ ქვეყნის საერთო და სასიცოცხლო ინტერესია, მიიღოს ის საერთაშორისო დახმარება, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას, როგორც დღევანდელს, ასევე არჩევნების შემდგომ ქართველი ხალხის პოლიტიკური ნების შესაბამისად ფორმირებულ მთავრობას, მისცემს მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დაძლევის შესაძლებლობას, ამიტომ ამ კუთხით მმართველ გუნდს მხარდაჭერას უცხადებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში