აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო პროგრამებს აგრძელებს

22 აპრილი 2020, 10:49 1211 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო პროგრამებს აგრძელებს.  უწყების ინფორმაციით, შეუფერხებლად ფინანსდება  კარდიოქირურგიული და ონკოლოგიური სამედიცინო მომსახურებები, ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსლანტაცია, ასევე ძვირადღირებული მედიკამენტები.  

კრიზისული ბიუჯეტის ფარგლებში ცვლილება არ შეხებია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გარკვეული პერიოდით გადავადდა რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში