თოვლი მაღალმთიანეთში - შესაძლო საფრთხე მოსავლისთვის

23 აპრილი 2020, 20:26 2386 ნახვა

სეზონისთვის შეუფერებელ დროს მოსული თოვლი მაღალმთიან აჭარაში. ნალექს გადაადგილების კუთხით პრობლემები არ შეუქმნია, თუმცა შესაძლოა თოვლმა და დაბალმა ტემპერატურამ საფრთხე, ხეხილის ყვავილების შეუქმნას.

გარდა უხვი ნალექისა, ხვნა-თესვის სამუშაოების დროულად დაწყებას ხელი, ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვამ შეუშალა. პესტიციდებისა  და  სასუქების მოუმარაგებლობის გამო სოფლებში მცხოვრებლები შიშობენ, რომ შემოდგომაზე  მოსავლის საკმარის რაოდენობას ვეღარ მიიღებენ. ხულოს მერია კი მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტით დახმარებას თავაზობს. მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ცხელ ხაზზე მოქალაქეების მიერ შემოსულ შეტყობინენებზე დროულად რეაგირებენ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში