სწავლება დისტანციურად

03 მაისი 2020, 15:18 1890 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მხოლოდ ნაწილს ასწავლიან დისტანციურად. ონლაინ რეჟიმში მეცადინეობას მხოლოდ სამი - დაბა ხულოს, სოფელ ვაშლოვანისა და ქედლების აღსაზრდელები გადიან.

თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ შეიქნება სპეციალური ვებ-პლათფორმა და მომდევნო კვირიდან დისტანციურ სწავლებაში ჩართვას ყველა აღსაზრდელი შეძლებს. ხულოში სულ 27 ბაღი ფუნქციონირებს,  სკოლამდელ განათლებას 723 ბავშვი ეუფლება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში