სასუქების პრობლემა ქედაში

10 მაისი 2020, 14:03 1021 ნახვა

მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებულმა შეზღუდვებმა  პრობლემები შეუქმნა ქედის მცხოვრებლებს. ფერმერები ადგილობრივ ბაზარზე  მინერალური სასუქებისა და შხამ- ქიმიკატების  დეფიციტზე  საუბრობენ და  აცხადებენ, რომ მიკროავტობუსების გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გამო  სასუქების საყიდლად ბათუმში  ჩასვლას  ვერ ახერხებენ,  ერთწლოვან და მრავალწლოვან კულტურებს შესაბამისად ვეღარ უვლიან და  ეს ყველაფერი  მოსავლის რაოდენობაზე აისახება.

ქედის მერიაში გვითხრეს,რომ  სასუქების მარაგი დაბაში არის მაგრამ ტრანსპორტს  ბათუმში ჩასვლის  მსურველებს მაინც გამოუყოფენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში