პროპორციული საარჩევნო სისტემა ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის აუცილებელია - პრემიერი

19 მაისი 2020, 16:46 1178 ნახვა

პრემიერის განცხადებით პროპორციული საარჩევნო სისტემა ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის აუცილებელია. მისივე თქმით, სხვა ყველაფერი უბრალოდ პოლიტიკური სპეკულაციაა.

„მმართველ გუნდს აქვს აბსოლუტურად გააზრებული პოზიცია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა ჩატარდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები შედგება. რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს პოზიციას, ვთვლი, რომ ის საარჩევნო სისტემა , რომელზეც შეთანხმება მოხდება დღევანდელ ეტაპზე ქვეყნის განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი და პრინციპულია. ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომელიც არაერთხელ დამიფიქსირებია, ისევე, როგორც მითქვამს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური რეალობის და პოლიტიკური სივრცის შემდგომი რეფორმირებისა და დემოკრატიზაციისთვის აუცილებელი მომენტი. ახლა რაც შეეხება სხვა ყველაფერს, არის უბრალოდ პოლიტიკური სპეკულირება“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში