20 დღეა აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

20 მაისი 2020, 10:38 1473 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსზე ჩატარებული 110 ლაბორატორიული კვლევიდან ყველა პასუხი უარყოფითია.

ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 30 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

უწყების ცნობით, აჭარაში კორონავირუსზე PSR ტესტი 9766 პირს ჩაუტარდა. ამ ეტაპზე კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობის კურსს გადის 2 ინფიცირებული პაციენტი. ჯამში კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 68 პაციენტმა, ორი კი გარდაიცვალა. 

რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 14 მარტს დადასტურდა.

კარანტინში იმყოფება 1118 პირი. ჯამში კარანტინი დატოვა 6272-მა პირმა.

 

 

 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში