რა საკითხებს განიხილავს უმაღლესი საბჭო ხვალინდელ პლენარულ  სხდომაზე?

20 მაისი 2020, 12:02 1321 ნახვა

რა საკითხებს განიხილავს უმაღლესი საბჭო ხვალინდელ პლენარულ  სხდომაზე? გადაწყდება დღეს ბიუროზე, რომელიც ამ წუთებში იწყება. ბიუროს სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორისაა აჭარის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში, მიმდინარე წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის საქმიანობის ანგარიში.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში