გიორგი გახარია პარლამენტში 27 მაისს მივა

21 მაისი 2020, 12:01 1479 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრემიერ მინისტრი პარლამენტში 27 მაისს მივა.  არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე თქვა, რომ გიორგი გახარია საზოგადოებას კრიზისულ პერიოდში განხორციელებული საქმიანობის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. 

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პრემიერი პარლამენტში უფრო ვრცელი მოხსენებით ივნისში წარსდგება

''ჩვენ ვთქვით, პარლამენტსა და საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა მოისმინოს სრულფასოვანი ანგარიში პარლამენტში და ნახოს სრულფასოვანი პოლიტიკური დისკუსია ამასთან დაკავშირებით. პრემიერ მინისტრმა უკვე მოგვმართა ჩვენ წერილობით და ის მომდევნო სასესიო კვირაში წარდგება პარლამენტის წინაშე. ეს იქნება 27 მაისი. გიორგი გახარია COVID-19-ის ინფექციასთან და მის მართვასთან დაკავშირებული ანგარიშით წარსდგება, სადაც ვიმსჯელებთ უკვე შესრულებულ სამუშაოზე და ასევე სამომავლო გეგმებზე.

რასაკვვირველია, პრემიერ-მინისტრი შემდეგშიც მორძანდება პარლამენტში, მას ასევე ივნისში აქვს წლიური ანგარიში, რომელიც არა მხოლოდ კოვიდ -19-ის ინფექციით შემოიფარგლება. ასე რომ წინ საინტერესო სამუშაო გველის. შესაძლოა, საგაზაფხულო სესია გაგვიგრძელდეს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში