დავით ზალკალიანი - სომხური მხარე აცხადებს, რომ  ჯანდაცვის მინისტრის გამონათქვამები  არასწორად იყო ინტერპრეტირებული

24 მაისი 2020, 12:24 1435 ნახვა

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანის თქმით „ერევანში საქართველოს საელჩოსთან სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროდან განხორციელდა კომუნიკაცია და მინისტრის სახელით, გამოითქვა წუხილი მომხდარის გამო“.

მისივე თქმით, სომხური მხარე აცხადებს, რომ მათი ჯანდაცვის მინისტრის გამონათქვამები, რომლებიც მედიაში გაჟღერდა, არასწორად იყო ინტერპრეტირებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში