საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1-ით გაიზარდა და 731 გახდა

25 მაისი 2020, 12:29 1466 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1-ით გაიზარდა და 731 გახდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 4- ით გაიზარდა და 526 გახდა. კოვიდინფიცირების 1 ახალი შემთხვევა საკარანტინო ზონიდან არის.  თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე კვლავ მძიმედ რჩება სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა პროგრესირება არ შეიმჩნევა.

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსი 34 პაციენტს აქვს დადასტურებული, მათგან 11 არასრულწლოვანია. მოზარდების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში კორონავირუსისიგან განკურნებაზე კვლევა დღეს 5 პაციენტს ჩაუტარდება. მათგან 3 განმეორებითი ანალიზი იქნება. აჭარის  ლაბორატორიებში ჩატარებული 131  კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 18 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. 30 აპრილის შემდეგ რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1114 პირი. კარანტინი დატოვა 6933 პირმა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში