საქართველოს პარლამენტში დღეს გიორგი გახარიას მოუსმენენ

27 მაისი 2020, 10:08 1559 ნახვა

დღეს, 12:00 საათზე პრემიერ მინისტრი პარლამენტში კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული ანტიკრიზისული გეგმის შესრულების ანგარიშით წარსდგება.

საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარია კითხვებსაც უპასუხებს. ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ ანტიკრიზისული გეგმით დაწესებული შეღავათებით მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ვერ ისარგებლა. კითხვები, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები პრემიერს დაუსვამენ, შეეხება ქვეყანაში შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ გეგმას.

გიორგი გახარია პარლამენტში 29 მაისსაც მივა. მას ინტერპელაციის წესით ''ნაციონალური მოძრაობა'' იბარებს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში