ხვალიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

01 ივნისი 2020, 12:35 1624 ნახვა

2 ივნისიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი, ანუ საყოველთაო რეგისტრაცია იწყება. რეგისტრაციის პროცესი 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge.

ელექტრონულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

მშობლებს სკოლაში სრული დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით,  ელექტრონულად ან მატერიალური სახით შეეძლებათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში