მოსახლეობა საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგებას ითხოვს

03 ივნისი 2020, 11:25 1422 ნახვა

მახინჯაურში,თამარ მეფის გამზირის 48  ნომერში მცხოვრები მოსახლეობა საკანალიზაციო   სისტემის  მოწესრიგებას ითხოვს.  მათი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, არა ერთი  მიმართვის მიუხედავად პრობლემა ვერ მოგვარდა.  

მოსახლეობა  ამბობს, რომ წყლის სარდაფიდან ამოტუმბვას კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია , ამიტომ  მიაჩნიათ, რომ ამ ტიპის სამუშაოების ჩატარება  უშედეგოა.

მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრში ამბობენ, რომ პრობლემას იცნობენ და თანხას ბიუჯეტში გაითვალისწინებენ, თუმცა მანამდე  საპროექტო სამუშაოებს შეისყიდიან.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში