ინფრასტრუქტურული სამუშაოები  სამხედრო ბაზებზე 

21 ივნისი 2020, 18:15 1922 ნახვა

ინფრასტრუქტურული სამუშაოები  სამხედრო ბაზებზე  - სამ თვეში უნდა დასრულდეს  ახალქალაქში მდებარე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობა.  უკვე აშენდა საცხოვრებელი  ყაზარმა, შტაბის შენობა, სასადილო, ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი, მოეწყო სამწყობრო მოედანი. დაგეგმილია ლაზარეთის, ასევე დაცვისა და უზრუნველყოფის ასეულების ყაზარმების მშენებლობა.საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი 800 რეკრუტის მომზადებაზეა გათვლილი.

თავდაცვის მინისტრი ახალციხეში, სატანკო სასწავლო ცენტრის ბაზაზეც იმყოფებოდა, სადაც სასადილო და ყაზარმები დაათვალიერა, რის შემდეგაც  ოსიაურში ლოჯისტიკის დაცვის ბატალიონის ტერიტორიაზე  მიმდინარე  სარემონტო სამუშაოებსაც გაეცნო და   საწყისი საბრძოლო მომზადების აღმოსავლეთ მიმართულების კურსის ახალწვეულებს შეხვდა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში