ირანი ინტერპოლისგან დონალდ ტრამპის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებას მოითხოვს

29 ივნისი 2020, 13:51 1437 ნახვა

 ირანის სასამართლო ხელისუფლება ინტერპოლისგან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებას მოითხოვს. თეთრი სახლის მეთაურს  ირანის  ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერლის  ქასემ სულეიმანის მკვლელობაში ადანაშაულებენ.  

თეირანის პროკურორის ალი მეჰრის თქმით, იდენტიფიცირებულია 36 ადამიანი, რომლებიც სულეიმანის მკვლელობის მომზადებაში მონაწილეობდნენ, მათ შორის აშშ-ისა და სხვა ქვეყნების პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწეები არიან.  ეს პირები  ბრალდებულები არიან ირანელი გენერლის მკვლელობასა  და ტერორიზმში,  სიის სათავეში კი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია.  ქასემ სულეიმანი ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში