კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა

06 ივლისი 2020, 10:53 1664 ნახვა

კორინოვირუსის ორი ახალი  შემთხვევა და ამდენივე გამოჯანმრთელებული. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ორივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და ორივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 953 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის  გამოჯანმრთელებულებულია 830  პაციენტი.  

რაც შეეხება  აჭარას, აჭარაში 5 კოვიდინცირებულია - მათგან ერთი სანიტარი. ჩატარებული 514 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 26 პაციენტი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში