ქედაში ოთხი სკოლა პირველკლასელის გარეშეა

08 ივლისი 2020, 10:26 1493 ნახვა

ქედაში ოთხი სკოლა პირველკლასელის გარეშეა. სოფელ ჯალაბაშვილების, ორცვის, ზედა ბზუბზუსა და ძენწმანის საჯარო სკოლებში წელს პირველ კლასელი არ ჰყავთ. თითო პირველკლასელი დარეგისტრირდა  აგარისა და ინაშარიძეების საჯარო სკოლებში.

ქედის მუნიციპალიტეტის 29 საჯარო სკოლიდან ჯამში 161 პირველკლასელია დარეგისტრირებული. ქედის რესურსცენტრის უფროსის თქმით, რეგისტრაცია 10 სექტემბრის ჩათვლით გრძლდება და შესაძლოა მოსწავლეების რაოდენობა დაემატოს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში