მსოფლიოში კორონავირუსის მაჩვენებელი 12 მილიონს აღწევს

08 ივლისი 2020, 10:57 1867 ნახვა

12 მილიონს უახლოვდება  მსოფლიოში კორონავირუსის მაჩვენებელი. BBC-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კალიფორნიისა და ტეხასის შტატებში კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა 10 201 შემთხვევა  დაფიქსირდა.

კვლავ რთული ვითარებაა შეერთებული ბრაზილიაში მილიონზე მეტ ინფიცირებულს შორის არის ქვეყნის პრეზიდენტიც. BBC-ის ინფორმაციით, მან ტესტი მას შემდეგ გაიკეთა რაც, ორშაბათს შესაბამისი სიმპტომები გამოუვლინდა, მათ შორის მაღალი ტემპერატურა.კარანტინის აგვისტომდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო კოლუმბიამ.

რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. მონაცემები ყოველდღიურად მატულობს რუსეთსა და თურქეთში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში