ოთხი სკოლა პირველკლასელის გარეშე

08 ივლისი 2020, 19:37 1090 ნახვა

ქედაში ოთხი სკოლა პირველკლასელის გარეშეა. სოფელ ჯალაბაშვილების, ორცვის, ზედა ბზუბზუსა და ძენწმანის საჯარო სკოლებში წელს პირველ კლასელი არ ყავთ. თითო პირველკლასელი დარეგისტრირდა  აგარისა და ინაშარიძეების საჯარო სკოლებში. ქედის მუნიციპალიტეტის 29 საჯარო სკოლიდან ჯამში 161 პირველკლასელია დარეგისტრირებული. ქედის რესურსცენტრის უფროსის თქმით, რეგისტრაცია 10 სექტემბრის ჩათვლით გრძლედება და შესაძლოა მოსწავლეების რაოდენობა დაემატოს.
 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში