ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა - გამყრელიძე

10 ივლისი 2020, 14:07 2858 ნახვა

7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო მასთან კონტაქტში მყოფ 9 აბიტურიენტსა და დამკვირვებელს, შესაბამისი კვლევები უტარდებათ.

წინასწარი ინფორმაციით, აბიტურიენტს ინფექცია სავარაუდოდ ოჯახის წევრისგან გადაედო. მისივე თქმით, გამოკვლეულია აბიტურიენტთან კონტაქტში მყოფი 27 ადამიანი და ტესტის პასუხი უარყოფითია.

ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში