ბათუმს არც სკოლა ჰყოფნის, არც ბაღი

14 ივლისი 2020, 20:30 1699 ნახვა

ყოველწლიურად ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა იზრდება, სოფლები კი იცლება - ამაზე  მეტყველებს ბოლო საყოველთაო აღწერაც. ქალაქებში მოსახლების გაზრდილი რიცხოვნობის გამო, იზრდება ბაღებსა და სკოლებში აღსაზრდელთა და მოსწავლეთა რაოდენობაც, თუმცა ასობით აღსაზრდელი საჯარო სასწავლებლის მიღმა რჩება, საბავშვო ბაღების დეფიციტი ბოლო რამდენიმე წელია აწუხებს ბათუმს.

ამ პერიოდში რამდენიმე სასწავლო დაწესებულების აშენება, საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან ძირითადად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სკოლები და ბაღები სწრაფად კომპლექტდება, ქალაქის გარეუბანში კი ცარიელ ადგილებსაც ნახავთ. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში