საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქის საკითხს ეუთოს საბჭოზე განიხილავენ

16 ივლისი 2020, 18:24 1042 ნახვა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის საკითხს დღეს ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე განიხილავენ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გახელაძის საკითხთან ერთად სხდომაზე ასევე განიხილავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებების სხვა საკითხებსაც. ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, 11 ივლისს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 33 წლის ზაზა გახელაძისა და მისი მეგობრის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ინციდენტის შედეგად ზაზა გახელაძე დაიჭრა, მესაზღვრეებმა ის დააკავეს და ახალგორის მიმართულებით წაიყვანეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი