რესან კონცელიძე, ზაალ მიქელაძე და ანზორ ბოლქვაძე - ''ქართული ოცნების'' რჩეულები აჭარიდან 

20 ივლისი 2020, 12:10 3261 ნახვა

რესან კონცელიძე, ზაალ მიქელაძე და ანზორ ბოლქვაძე - ესენი მაჟორიტარი დეპუტატობის ის კანდიდატები არიან, რომლებზეც ''ქართულმა ოცნებამ'' არჩევანი გააკეთა. აჭარის სამ საარჩევნო ოლქში დეპუტატობისთვის სწორედ ისინი იბრძოლებენ. 

ბათუმის ოლქში მმართველი პარტიის კანდიდატი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რესან კონცელიძეა. 

ქობულეთის ოლქში აჭარის ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი ზაალ მიქელაძე დასახელდა. ის მინისტრის პოზიციას 2016 წლიდან იკავებს. 

რაც შეეხება ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქს - აქ გამარჯვებისთვის ანზორ ბოლქვაძე იბრძოლებს, რომელიც სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატია. 

საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. საკანონმდებლო ორგანოში 30 მაჟორიტარი დეპუტატი იქნება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში