დააკავეს მოქალაქეები, რომლებიც ირანში თანხას ქართული საბანკო სისტემის გვერდის ავლით რიცხავდნენ - სუსი

24 ივლისი 2020, 15:32 1123 ნახვა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, საქართველოში მცხოვრები ირანის ორი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირები ე.წ. „ჰავალას“ მეთოდის გამოყენებით, საქართველოდან ირანის ისლამური რესპუბლიკის საბანკო სისტემაში ფულად გზავნილებს აღნიშნული საქმიანობისთვის საჭირო ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე, ქართული საბანკო სისტემის გვერდის ავლით ახდენდნენ.

ბრალდებულები თანხების კონვერტაციისა და გადარიცხვების სახით გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ.

დადგენილია, რომ მათ მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს თანხის ბრუნვამ 12 603 569 ლარი, ხოლო მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში - 504 142 ლარი შეადგინა.

ბრალდებულების ოფისების ჩხრეკისას ამოღებულია 155 897 აშშ დოლარი, 8 730 ევრო და 66 673 ლარი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი